ჩემს შესახებ

ჩემი მრწამსი და ღირებულებები
      ყველას გვაქვს საკუთარი ღირებულებები  და გარკვეული რწმენა ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ვხელმძღვანელობთ ჩვენი წარსული გამოცდილებითა და კულტურით,
       ჩვენი მრწამსი და ღირებულებები იმდენად განუყოფელია  ჩვენგან, რომ ხშირად შეიძლება არც კი ვფიქრობდეთ მათზე. ისინი ჩვენთვის ბუნებრივად არსებობს  და ჩვენი მსოფლმხედველობის ნაწილს წარმოადგენს, ჩვენს  ქცევაში, ჩვენს ენაში და სხვა ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულებაში ვლინდება.
        ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მასწავლებლისათვის, დამახასიათებელი ტიპური ღირებულებები;
  • განათლებას აქვს მაღალი მორალური და სოციალური მიზანი;
  • ინტელექტი ვითარდება სწავლიდან და ამა თუ იმ პიროვნებას ფიქსირებული დოზით არ ენიჭება;
  • ყოველი ადამიანი უნიკალურია აზროვნებისა და სწავლის ინდივიდუალური სტილით;
  • თუ ბავშვი არ სწავლობს, ამის მიზეზი მხოლოდ ის შეიზლება იყოს, რომ ჯერ მასწავლებელს არ უპოვია ის გასაღები, რომლითაც ბავშვს სწავლისადმი ინტერესი გაუჩნდება;
  • ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც მასწავლებელს შეუძლია ბავშვისათვის გააკეთოს, არის თვითშეფასების წახალისება.

Комментариев нет:

Отправить комментарий